მემორანდუმის ფარგლებში სემინარი ჩატარდა

21 ოქტომბერი 2014

სქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლას შორის 2014 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ასოციაციის სასწავლო ცენტრისა და ამერიკული სამართლის სკოლის ორგანიზებით 17 ოქტომბერს ჩატარდა აკრედიტებული ტრენინგი სამართლებრივი მართლწერა - Legal Writing. ტრენინგს უძღვებოდა ჩიკაგო–კენტის სამართლის სკოლის დეკანი და სამაგისტრო პროგრამის ასოცირებული პროფესორი, ბ–ნი ედვარდ ჰარისი. ტრენინგს ესწრებოდა ადვოკატთა ასოციაციის 23 მოქმედი წევრი.

განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავების მხარდასაჭერად ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლა გააგრძელებს ამერიკელი პროფესორების მონაწილეობით სამართლის აქტუალურ მიმართულებებში აკრედიტებული ტრენინგების ჩატარებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათის.

აღნიშნული თამაშრომლობის ინიციატორები და მხარდამჭერები არიან კავკასიის რეგიონში ამერიკული სამართლის სკოლის დამფუძნებლები ქ-ნი მაია მესხი და ქ-ნი ქეთევან ჯელაძე, ხოლო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან ჩართულები არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ბ-ნი ირაკლი ყანდაშვილი და სასწავლო ცენტრის დირექტორი - ქ-ნი თინა ქარსელაძე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი